ირაკლი კობახიძემ შიდა ქართლის მერობის კანდიდატები წარადგინა - გორში კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში ზაზა გულიაშვილი, კასპში ვახტანგ მაისურაძე, ხაშურში კი პაატა ჩადუნელი


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარუდგინა.
მისი განცხადებით, შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან, გორში, ქარელსა და კასპში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარადგენს, ხოლო, ხაშურში - ახალ კანდიდატს, პაატა ჩადუნელს.
"შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია: გორში: კონსტანტინე ბუზალაძე, ქარელში: ზაზა გულიაშვილი, კასპში: ვახტანგ მაისურაძე. ხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება პაატა ჩადუნელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს