Logo

ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
139
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთის ელჩმა ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.

ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები