
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.
სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და დედაქალაქის ხედები დაათვალიერეს.
უზბეკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, თბილისის ანძა უზბეკეთის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.
შავკატ მირზიოევი საქართველოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს