
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის“ ახალი შენობა გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
“სასწავლებელი წლების განმავლობაში რთული პრობლემების წინაშე იდგა. შენობა არ შეესაბამებოდა პროფესიულ გარემოს, ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს.
ფონდ „ქართუს“ ინვესტიციით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, სასწავლებლის შენობა განახლდა. პროექტისათვის 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
პრემიერ-მინისტრმა “ნიჭიერთა ათწლედის” დირექტორს, ნოდარ ჟვანიას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი შენობის გახსნა და სასწავლებლის დაარსებიდან 90 წლის იუბილე მიულოცა.
ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანთან და ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაესწრო ახალი შენობის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელშიც „ნიჭიერთა ათწლედის“ წარმატებულმა მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს მონაწილეობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს