
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი და მინისტრი სასკოლო ინფრასტრუქტურას გაეცნენ და მასწავლებლებს შეხვდნენ.
600-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად განახლდა სასწავლო სივრცეები; მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური ლაბორატორია, გარე მოედანი და სააქტო დარბაზი.
შენობაში დამონტაჟდა ლიფტი; გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირდება სკოლის სტადიონიც.
ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს