Logo

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

პოლიტიკა
25.03.2024 / 14:07
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში  სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, ერევნის მერი ტიგრან ავინიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

 

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

 

თაგები:

ერევანი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები