
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს