
ავტორი
Front News საქართველო
მე ერთადერთი რამ მიხარია, “ქართულ ოცნებას” არ გაუვიდა “რუსული კანონი”. ისინი დამარცხდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც გასული დღის აქციაზე მოხდა იყო ივანიშვილის დავალება.
“ეს იყო გაუგონარი დარბევა. სპეცრაზმის დიდი კორდონი გამატარეს, მიმიყვანეს მანქანასთან და ორი წუთის განმავლობაში გაუჩერებლად მირტყამდნენ და მაგინებდნენ. ეს იყო რუსული კანონის და რუსული ხელისუფლების შურისძიება.
როცა მანქანაში ჩაგვსვეს ე.წ. ხარებამ შემოიხედა, გაგვიღიმა დამცინავად და კმაყოფილი წავიდა.
როცა ხარებას ვახსენებთ, ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ხარება ჭანჭიკია, ნაძირალა, მაგრამ ჭანჭიკი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული ხელისუფლების დავალება.
მე ერთადერთი რამ მიხარია, “ქართულ ოცნებას” არ გაუვიდა “რუსული კანონი”. ისინი დამარცხდნენ ქართული საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ირაკლი კუპრაძე დღეს გაათავისუფლეს. მისი სასამართლო პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო.
თაგები:
ირაკლი კუპრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს