Logo

ირაკლი კუპრაძე – მცნეს დაზარალებულად, მომაწოდეს ის მტკიცებულებები, რომელიც ამ ეტაპზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს

პოლიტიკა
625
Frontnews image description

მცნეს დაზარალებულად. მომაწოდეს ის მტკიცებულებები, რომელიც ამ ეტაპზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს. უნდა ითქვას, რომ მათ აქვთ ნამუშევარი მაქსიმალურად, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მოპოვებულია ყველა ვიდეომტკიცებულება, რომელსაც რამდენიმე დღეში მიაწვდიან.

 

“მცნეს დაზარალებულად. მომაწოდეს ის მტკიცებულებები, რომელიც ამ ეტაპზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს. უნდა ითქვას, რომ მათ აქვთ ნამუშევარი მაქსიმალურად. მოპოვებულია ყველა ვიდეომტკიცებულება, რომელსაც რამდენიმე დღეში მოგვაწვდიან. გვაჩვენეს კადრები და ჩანს ფიზიკური ძალადობის ფაქტები. მათ შორის, მე მომიწია იმ კადრების ნახვა, სადაც ჩანს ძალადობის ფაქტები სხვა მოქალაქეებზე. გონებადაკარგული ადამიანების ცემა”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

 

“ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე 16 აპრილს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მას სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) დარღვევას ედავებოდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები