
ავტორი
Front News საქართველო
ნაწილი ადამიანების არის, რომლებიც მანქანაზე ხსნიან „Z“ – სტიკერს და შემდეგ რომ გადმოდიან, ისევ აკრავენ, – ამის შესახებ “ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ რუსეთიდან გამოქცეული მოქალაქეების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ლარსზე, სადაც გაეცნო ვითარებას.
“ვიყავი ლარსზე, ვესაუბრე ადამიანებს, ეს არის სეგმენტირებული ძალიან დიდი ნაწილი, მასობრივად გადმოდიან და ეს არის დღეში სავარაუდოდ, 4-5 ათასი ადამიანი, რაც თვალით შეგიძლია დათვალო, ნაწილი ადამიანების არის, რომლებიც მანქანაზე ხსნიან “Z“-სტიკერს და შემდეგ, რომ გადმოდიან ისევ აკრავენ თავხედურად. ნაწილი ადამიანებისა, გაღარიბებული, გაღატაკებული, რომლებიც გამოურბიან ომს და ველოსიპედით გადმოლახეს დარიალის ხეობა. სკუტერებით და ფეხით პატარა ბავშვებით გადმოვიდნენ. მათ მიმართ თანაგრძნობა გამაჩნია, მაგრამ მეორე მხარეა – რისკები!. “ლელომ“ როდესაც დავაყენეთ სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა, ვამბობდით, რომ შეიძლება თან განცდა გვქონდეს დისიდენტი და ანტიპუტინისტი მოქალაქეების მიმართ, მაგრამ არსებობს მეორე საკითხი, მე უფრო თანავუგრძნობ იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ქირაობენ დღეს საცხოვრებელ სახლებს თბილისში“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
თაგები:
ირაკლი კუპრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს