ირაკლი კუპრაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ლელოს” გენერალურ მდივანს ირაკლი კუპრაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
როგორც კუპრაძის უფლებადამცველი აცხადებს, გადაწყვეტილება უსამართლო და უსაფუძვლოა. მისი თქმით, სასამართლოს ბრალდებულის მიმართ მტკიცებულებები არ ჰქონდა.
“ვერანაირი მტკიცებულებები ვერ მოიტანეს, რომ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ირაკლის მხრიდან. რაც შეეხება მოწმეებს, ამას უკვე შეჩვეულები ვართ, სამწუხაროდ, რომ ტყუილს ამბობენ ხოლმე პოლიციელები და აქაც იგივე შემთხვევა იყო. სამივე პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძის ადვოკატმა.
კუპრაძის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე მიიღო.
“ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება კლანური სასამართლოს მხრიდან ცხადია, რომ იმ პირობებში, სადაც სამი პოლიციელი ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს დღის წესრიგში და შსს, რომელიც ვერ წარმოადგენს ვერც ერთ მტკიცებულებას, სამხრე კამერის ჩანაწერიც კი არ არსებობს და მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი პოლიციელების ჩვენების საფუძველზე ხდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ეს არის პოლიტიკური დევნა”, – განაცხადა კუპრაძემ.
კუპრაძეს სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) დარღვევას ედავება.
თაგები:
ირაკლი კუპრაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს