ირაკლი ლატარია – ხელს არ აწერს არაფერს, რაზეც მოსაწერი აქვს, ეს არ არის სახელმწიფოებრივად აზროვნება


ავტორი
Front News საქართველო
რატომ დაემართა სალომეს მიშიზმი? ჯერ მიშა არ ნიშნავდა ელჩებს, ოცნება რომ მოვიდა მაშინ.. ახლა სალომე არ აწერს არაფერს ხელს, რაზეც მოსაწერი აქვს. ბაღში გაბრაზებული ბავშვივითაა, რამეში თუ დაგჭირდა, ყველაფერზე რომ გეწინააღმდეგება.., – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია.
ის ეხმიანება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის – საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.
“რატომ დაემართა სალომეს მიშიზმი? ჯერ მიშა იყო და არ ნიშნავდა ელჩებს, ოცნება რომ მოვიდა მაშინ.. ახლა არის და სალომე არ აწერს არაფერს ხელს, რაზეც მოსაწერი აქვს. ბაღში გაბრაზებული ბავშვივითაა, რამეში თუ დაგჭირდა და ყველაფერზე რომ გეწინააღმდეგება..
არ არის ეს სახელმწიფოებრივად აზროვნება, არა…. რა ვიცი, გვარამია რომ აგინებდა, არ გავცემ პასუხსო, არ ეკადრება ეგ პრეზიდენტის ინსტიტუტსო – ასე საუბრობდა და ახლა ეკადრება ? მაშინ, როდესაც სახელმწიფოს რომელიმე მიმართულებას პრობლემას უქმნი, პრეზიდენტის ინსტიტუტს ეკადრება?“ – წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.
თაგები:


ირაკლი კობახიძე – რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი და არავითარი კავშირი არ აქვს არც სამთავრობო, არც მმართველი გუნდის, არც საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ პოზიციასთან

ირაკლი კობახიძე – როცა გიყენებენ საკითხს, რომ ან „ნაცები“ უნდა დაბრუნდნენ, ან საქართველოს ფასი არ აქვს, ეს არ არის სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება

ირაკლი ლატარია – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, ეს არის ის სამწუხარო რეალობა რაც არის