ირაკლი ლექვინაძე – ჩვენი ინტერესის საგანია, განვსაზღვროთ და შევაფასოთ არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ფასწარმოქმნაზე

ავტორი
Front News საქართველო
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, წამლების გაზრდილ ფასსა და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგი აწარმოა და შუალედური ანგარიში საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარედგინება.
“ჩვენი ინტერესის საგანია, განვსაზღვროთ და შევაფასოთ არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ფასწარმოქმნაზე და თუ მსგავსი რამ ხდება და ის წინააღმდეგობაშია კონკურენციის კანონმდებლობასთან, ბუნებრივია, მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება, რეკომენდაციების სახით ჩვენს მიერ წარმოდგენილ მონიტორინგში.
ჩვენი მონიტორინგის ერთ-ერთი ნაწილი იქნება, თუ რა არის საჭირო იმისთვის, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, რომ ბაზარი იყოს კიდევ მეტად გახსნილი და კონკურენტუნარიანი”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება, “ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება”.
თაგები:





