ირაკლი მიქელაძე – ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე, ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი, რომ ჩვენი გუნდი დატოვონ


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას პარტიის კანდიდატებზე, ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი, რომ წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ვემზადებით საარჩევნო პროცესისთვის და ძალიან მალე გვექნება წარდგენები. ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი, რომ წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება ჩვენ გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს ბათუმის ოფისთან დაკავშირებით.
მინდა, მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის მოსყიდვა და შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს – ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვაშინებთ და აუცილებლად ქართველი ხალხი გიპასუხეთ არჩევნებზე და ეს პასუხი იქნება თქვენი ხელისუფლების ცვლილება, ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით“, – აცხადებს მიქელაძე.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ირაკლი მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული გვარები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ადამიანების დაშინებისა, ისინი მათ აფრთხილებენ და ინფორმაციას აწვდიან.
“კონკრეტული მაგალითების მოყვანისგან სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ს გამო ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოდის, რადგან ადამიანები, მიუხედავად მათი დაშინებისა აძლევენ თავს უფლებას, რომ გაგვაფრთხილონ ჩვენ ამის შესახებ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ამ ბრიფინგის განხორციელება.დაშინების შემთხვევებიც არის და ხშირ შემთხვევაში სოლიდური თანხის შეთავაზებასაც კი ჰპირდებიან, თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ და წარდგენების შემდგომ საჯაროდ გააკეთებენ განცხადებას და დატოვებენ ჩვენს გუნდს. დაშინება მიმდინარეობს პროპორციულ სიაზეც, მაჟორიტარებზეც და ყველა სხვა იმ ადამიანზეც, ვისზეც თვლიან რომ მიუწვდებათ ხელი და ფიქრობენ რომ აქვთ იმის უნარი ,რომ შეიძლება მათთან მუშაობა, მთელი აჭარის მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს