ირაკლი ნადირაძე - 13 წლის განმავლობაში თუ ვინმე დაამცირეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, აბუჩად აიგდეს, ეს სწორედ ქართველი ჯარისკაცები არიან


ავტორი
Front News საქართველო
13 წლის განმავლობაში თუ ვინმე დაამცირეს, თუ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენეს, აბუჩად აიგდეს, ეს სწორედ ქართველი ჯარისკაცები არიან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი ეზიზღება.
"გაჟღერებული სცენარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, "ქართული ოცნება" ბოლომდეა ჩამოშლილი. მათ პრობლემები აქვთ სუსშიც, გდდ-შიც, პოლიციაშიც და საგანგებოს და ჯარის გამოყვანის იმედზე არიან, მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცები არასოდეს წავლენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ამ 13 წლის განმავლობაში თუ ვინმე დაამცირეს, თუ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენეს, აბუჩად აიგდეს - ეს სწორედ ქართველი ჯარისკაცები არიან. 13 წელია, ერთი აღლუმი არ ჩაუტარებია ბიძინა ივანიშვილს, იმდენად სძულს და ეზიზღება ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცები. სწორედ ამიტომ, ვიყოთ მზად, მშვიდად. 4-ში ვიყოთ ძალიან ბევრი და მშვიდობიანად გავისტუმრებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს და მის კორუმპირებულ "ოცნებას", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი შაიშმელაშვილის გავრცელებული ინფორმაციით, თუ პოლიცია მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარს იტყვის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვა იგეგმება.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს