
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, 9 აპრილს პარტიული აქცია არ იქნება.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მთავარი ამოცანა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაა.
“9 აპრილს იქნება უბრალოდ გამაფრთხილებელი აქცია ხელისუფლებისთვის, ეს არ იქნება პარტიული აქცია. კიდევ ერთხელ, საზოგადოებამ უნდა დავანახოთ, რომ ახლა მთავარი ამოცანა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაა და არა ვიწრო პარტიული ამოცანები. შესაბამისად, პარლამენტში მუშაობა იქნება, თუ სხვა ფორმატში, მათ შორის დიპლომატებთან, “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს ხალხთან ერთად ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად”, – აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს