
ავტორი
Front News საქართველო
აბსოლუტურად უკანონო და გამოგონილი ბრალდებით, “ქართული ოცნების” რუსულ ხელისუფლებას, დაკავებული ჰყავს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული და მებრძოლი წევრი – ირაკლი ეძგვერაძე, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
“რა ოფიციალური მიზეზიც არ უნდა დაასახელონ ფაქტი ერთია – ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ აპროტესტებდა რუსი ოკუპანტების, პუტინის უახლოესი გარემოცვის სანქცირებული წევრების ჩვენს ქვეყანაში ჩამოშვებას, მათ ღრეობას, თავგასულობასა და ჩვენი ქვეყნის ღირსების ფეხქვეშ გათელვას!!!
ირაკლი აუცილებლად მალე იქნება თავისუფალი და მალე უნდა გავანთავისუფლოთ ეს ქვეყანაც კრემლის და პუტინის ხელდასმული მთავრობისგან!!!
არა რუსეთს!!! არა ოკუპანტებს!!! ჩვენი ადგილი ევროპაშია!!!”, – წერს ნადირაძე.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს