Logo

ირაკლი ნადირაძე – ამ კომპანიამ 2 მლნ 700 ათასიანი კონტრაქტი მიიღო, რომ საპროტესტო წარწერები წაშალოს

პოლიტიკა
655
Frontnews image description

ამ კომპანიამ  2 მლნ 700 ათასიანი კონტრაქტი მიიღო, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით საპროტესტო წარწერები წაშალოს, – განაცხადა თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ კომპანია “გრინსერვისპლუსის“ შესახებ. 

 

მისი თქმით, ოპოზიცია საუბრობდა თბილისის მერიისა და ამ კომპანიის კორუფციული ინტერესების შესახებ, თუმცა ამას რეაგირება არასდროს მოყოლია,  

 

“უამრავი განცხადება გვაქვს გაკეთებული “გრინსერვიპლუსის” შესახებ. ირანული თეთრი ქვები რომ დაყარეს აეროპორტის გზაზე 3 მლნ ლარად, იქედან დაწყებული ათეულობით მლნ ლარი და ათეულობით პროექტი მიიღეს. ამაზე რეაგირება რომ ჰქონოდა ან ანტიკორუფციულს, ან პროკურატურას, ან ვინმეს ამ ქვეყანაზე, ამ უბედურებას არ მივიღებდით.

 

ყველამ ვიცით, რომ საპროტესტო წარწერები ჩნდება ქალაქში, ამ კომპანიის ვალდებულება იყო, 2 მლნ 700 ათასიანი  კონტრაქტი მიიღო, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით საპროტესტო წარწერები წაშალოს. ვხედავთ, თუ ბიძინას ეხება, თუ კალაძეს ეხება, თუ კორუფციას ეხება, თუ ოკუპანტებს ეხება, კალაძის დავალებას 2 წამში ასრულებენ. ამ დამოკიდებულებაში იყვნენ კალაძე და ეს კომპანია ერთმანეთში“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები