Logo

ირაკლი ნადირაძე - არავინ გაბედოს და ხელი არ ასწიოს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ

პოლიტიკა
339
Frontnews image description

4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რომ მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება და შეშინებულ პაპუაშვილს და მის ბელადს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო. არავინ გაბედოს და ხელი არ ასწიოს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

"მათ ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რომლებიც ემზადებიან დროშების მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის და შეშინებულ შალვა პაპუაშვილს და მის პატრონს, ბელადს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო, არ დარჩება დაუსჯელი და არავინ გაბედოს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც იქ მიდიან იმისთვის, რომ 4-ში საღამოს მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება, აღმართონ ხელი, რადგან თუ ვინმე გასცემს პასუხს ამ ადამიანებს, ეს იქნება ქართველი ხალხი და დიახ, ახალი მთავრობა, ახალი მინისტრი ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს, ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

Advertisement