ირაკლი ნადირაძე - ბრალს დებს ორ რამეში, რომ დააკლეს მასთან მისატანი შავი ფული და თანამშრომლობენ ოპოზიციის ლიდერებთან


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილმა დაიწყო მასიურად ადამიანების დაჭერა, რადგან გავიდნენ შემდგომ მაღალჩინოსნებზე, იქნება ეს ქარსელაძე, ლილუაშვილი თუ სხვა მაღალჩინოსნები. ბრალს დებს ორ რამეში - დააკლეს მასთან მისატანი შავი ფული და რომ თანამშრომლობენ ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებსაც სურთ, რომ ოქტომბერს მშვიდობიანად გაისტუმრონ ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
"ამ ადამიანთან დაკავშირებით წარსულში არაერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელებულა, მათ შორის საქმე ეხებოდა ბიუჯეტიდან მიღებულ ათობით მილიონ ლარს, რაზეც იყო საუბარი, რომ კორუფციული გზებით ჰქონდა მიღებული ტენდერებით და ტენდერების გარეშე, მაგრამ მაშინ ივანიშვილის რეჟიმს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, რატომ? იმიტომ რომ მაშინ წილი მისდიოდათ, მაგრამ ახლა როდესაც ივანიშვილმა დაუთვალა და დააკლდა მასთან მისატანი შავი ფული ან ეჭვი შეეპარა მისი პოლიტიკური ოპონენტების ერთგულებაში, ახლა დაიწყო მასიურად ამ ადამიანების დაჭერა, რადგან გავიდნენ შემდგომ მაღალჩინოსნებზე, იქნება ეს ქარსელაძე, ლილუაშვილი თუ სხვა მაღალჩინოსნები, რომლისაც აღარ სჯერა. ბრალს დებს მასთან მისატან ფულში და მეორე, რომ თანამშრომლობენ ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებსაც სურთ, რომ ოქტომბერს მშვიდობიანად გაისტუმრონ ივანიშვილის რეჟიმი”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს