
ავტორი
Front News საქართველო
ბრძოლა იქნება ბოლომდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და ეს ქვეყანა არ იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს რუსთაველის გამზირზე ადამინები შეიკრიბნენ, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ მიხეილ სააკაშვილს.
“ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რადგან ბრძოლის გარეშე არ მოდის თავისუფლება. ამიტომ თავისუფლება მიშას, ამ ქვეყანაში აღარ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და არ უნდა იყოს შიში რომ ყოველდრე დაიჭირონ ახალი პოლიტიკური ლიდერები, ან მედიამენეჯერებზე იყოს საქმე აღძრული. მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი. მაგრამ ეს ზღვა ხალხი შეიკრიბა აქ და რომ მიხილ საკაშვილს გამოუცხადოს სოლიდარობა და ამ ქვეყნის მთვარ რეფორმატორს მიულოცოს დაბადების დღე. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და ეს ქვეყანა არ იქნება თავისუფალი”, – განაცხადა ნადირაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს