Logo

ირაკლი ნადირაძე – ჩვენ ვითხოვთ ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები

პოლიტიკა
09.11.2022 / 11:52
Frontnews image description

ჩვენ ვითხოვთ ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია პარტიაში შიდა დემოკრატიის გაძლიერება, რაც საფუძველი გახდება ბრძოლისუნარიანობის გაზრდის. 

 

“ვხედავთ, როგორ კლავენ ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელს, მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურისა და სასამართლოს მეშვეობით. ამითაც ბიძინა ივანიშვილი ასრულებს პუტინის სანუკვარ ოცნებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში  აღარ იყოს. 

 

ასევე ვხედავთ, როგორ ზის გამოგონილი ბრალდებებით ნიკა გვარამია ციხეში და ბიძინა ივანიშვილი როგორ ებრძვის ყველა მედიამენეჯერს და ყველა მედიასაშუალებას, მხოლოდ იმისთვის რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, რომ ბოლომდე გეგმაზომიერად დაამყაროს დიქტატორული რეჟიმი. 

 

სწორედ ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი.  დღეს მე აქ ვარ “ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად და ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ მოთხოვნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელების მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ჩვენ ვითხოვთ ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები. ვფიქრობთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი გულმხურვალე, მებრძოლი და პატრიოტი ამომრჩევლის  ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით ახალი გეგმით, ახალი ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის.

 

მე ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი ამ საკითხთან მიმართებით და ახლა საჭიროა,  ეს ღიად დააფიქსირონ. 

 

თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, ოლიგარქის დამარცხება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ახალი ძალით და ახალი ენთუზიაზმით“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები