
ავტორი
Front News საქართველო
კალაძემ კარგად იცის, როდესაც ოპოზიცია დაუშვია მთავრობის სხდომაზე, იქ არცერთი ტელევიზია არ არის, კამერების წინ კეკლუცობას ვერავინ დაგვაბრალებდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერის კახი კალაძის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მერიასთან მისულ დეპუტატებს ბრალი მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებაში დასდო.
ნადირაძის თქმით, კალაძე პასუხისმგებლობას გაურბის და ოპოზიციას იმაში ადანაშაულებს, რასაც თავად აკეთებს.
“ეს ადამიანი ვინმეს პოლიტიკური ქულების დაწერაზე რომ საუბრობს გუშინდელი, სამარცხვინო დღის შემდეგ, რაც გააკეთა და როგორც იპიარა, არის ამაზრზენი. კახი კალაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩვენ ვიყავით მოსულები კონკრეტული კითხვებით, გვაინტერესებდა მათ შორის ტექნიკური დეტალები, კორუფციული საკითხები და შემდგომ როგორ ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები თავიდან.
კალაძემ კარგად იცის, როდესაც ოპოზიცია დაუშვია მთავრობის სხდომაზე, იქ არცერთი ტელევიზია არ არის, კამერების წინ კეკლუცობას ვერავინ დაგვაბრალებდა. უბრალოდ ეს არის შეშინებული ადამიანი, მას არ აქვს პასუხები ჩვენს კონკრეტულ კითხვებზე და ამიტომ თავი რომ გაიმართლოს, ეს სიბინძურე, რაც მის თავს ხდება, დაგვაბრალოს ჩვენ ყველას ერთად ოპოზიციას”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წევრები დღეს დედაქალაქის სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაშიც კი არ შეუშვეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს