
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ბევრი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი გვინახავს და ეს ძალიან ჰგავს რუსულ ხელწერას, ამაზე დიდი ყურადღება არ უნდა დავხარჯოთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
“ხვალ არის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო, სადაც წყდება მისი სიკვდილ-სიცოცხლის ბედი. ყველას ვთხოვდი და ვურჩევდი, რომ ამაზე ვკონცენტრირდეთ და გაურკვეველი წარმომავლობის აუდიოჩანაწერებზე, მოსმენაზე, განხილვასა და გავრცელებაზე არ დავხარჯოთ დრო. ჩვენ ბევრი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი გვინახავს და ეს ძალიან ჰგავს რუსულ ხელწერას, ამაზე დიდი ყურადღება არ უნდა დავხარჯოთ. დიდი სირცხვილი მათ, თუ ვინმე ასეთ განცხადებას აკეთებს და საპასუხოდ შეუძლიათ, ნახონ ხაბეიშვილის პოსტი, სადაც ძალიან გარკვევით წერს ამ აუდიო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით.
მე ერთადერთი რამ ვიცი, რომ ეს არჩევნები ტარდება არა იმისთვის, რომ ერთმანეთი ვლანძღოთ და ტალახი ვესროლოთ, არამედ იმისთვის, რომ პარტია გამოვიდეს გაძლიერებული. ყველამ უნდა შეიკავოს თავი მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, მით უმეტეს, როდესაც ეს აუდიოჩანაწერი არის გაურკვეველი წარმომავლობის, ამაზე დრო არ უნდა დაკარგოს არავინ“, – განაცხადა ნადირაძემ.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს