
ავტორი
Front News საქართველო
იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, შემოვიდა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ კახი კალაძემ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მილიონ ლარზე მეტი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ თანხას წინასაარჩევნოდ, დამატებით რესურსად გამოიყენებენ.
“იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, როდესაც თბილისელები საათობით დგანან საცობში, როდესაც აქვთ გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, როდესაც აქვთ კეთილმოწყობის პრობლემები, ავარიული კორპუსების პრობლემები, გამწვანების პრობლემები, დასუფთავების პრობლემები, ამ დროს შემოვიდა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ კახი კალაძემ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მილიონ ლარზე მეტი. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, აღნიშნული 200 მილიონი ბიუჯეტის ცვლილებებით გადმოიტანოს მიმდინარე წელს წინასაარჩევნოდ, რათა ეს თანხები გამოყენებული იყოს, როგორც დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს