
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილის საზრუნავი არა ხალხის პრობლემები და გაჭირვებაა, არამედ საკუთარ ფუფუნებასა და კომფორტზე ზრუნვა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მილიონებს ხარჯავს ახალი მანქანების ყიდვაში მაშინ, როცა ქვეყანაში პენსიონერს თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს.
“ეს ტენდერიც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საზრუნავი არა ხალხის პრობლემები და გაჭირვებაა, არამედ საკუთარ ფუფუნებასა და კომფორტზე ზრუნვა. ძალიან არასწორად და მცდარად ჰგონიათ, რომ ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ფიქრობენ, რომ მომავალი პარლამენტისთვის აუცილებელია, რომ მილიონობით ლარი დახარჯონ ახალ-ახალ მანქანებზე, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ელემენტარული, პური ვერ უყიდიათ და პენსიონერები იმაზე ფიქრობენ, რომ თვიდან თვემდე როგორ გაიტანონ თავი”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
პარლამენტის აპარატი მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის ახალ ავტომობილებს ყიდულობს. როგორც პარლამენტის აპარატი განმარტავს, მის ბალანსზე არსებული ავტომობილები ამორტიზებულია და მათი ჩანაცვლება ჰიბრიდული ავტომობილებით მოხდება. გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 712 230 ლარია, საიდანაც თავად ავტომანქანების ღირებულება დაახლოებით, 5 557 800 ლარს შეადგენს, ხოლო დარჩენილი თანხა – 1 154 430 ლარი წარმოადგენს 5-წლიან საგარანტიო პერიოდზე გათვლილ მომსახურების საპროგნოზო ჯამურ ხარჯს.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს