Logo

ირაკლი ნადირაძე – იმის მიხედვით არ უნდა წავიდნენ ან დარჩნენ თანამდებობებზე, ვინ ვისკენ არ იყო და ვინ ვისკენ იყო

პოლიტიკა
1342
Frontnews image description

ვინც სუსტი რგოლი იყო, ის უნდა გადავიდეს უკან და მათი ადგილი დაიკავოს უფრო აქტიურმა მებრძოლებმა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი  ნადირაძემ განაცხადა, რითაც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას უპასუხა, რომლის თქმითაც, ის ადამიანები ვინც მას “ზურგში დანა ჩაარტყეს,  თანამდებობებზე ვეღარ დარჩებიან”.  

 

ნადირაძის  თქმით, პარტიაში თანამდებობები ვინმეს მომხრეობით არ უნდა ნაწილდებოდეს. 

 

“იმის მიხედვით არ უნდა წავიდნენ ან დარჩნენ თანამდებობებზე, ვინ ვისკენ არ იყო და ვინ ვისკენ იყო. ვინც კონკრეტულ საქმეს უკეთესად აკეთებს, ყველა ეს ხალხი უნდა დარჩეს და ვინც სუსტი რგოლი იყო, ის უნდა გადავიდეს უკან, რა თქმა უნდა, და მათი ადგილი დაიკავოს უფრო აქტიურმა მებრძოლებმა. 

 

მე პარტიაში არანაირი თანამდებობა არ მიჭირავს, მე ვარ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არანაირი პრობლემა არ იქნება. ფრაქციაში ერთი მეორეზე უკეთესი თანამებრძოლები მყავს და ამით ამაყი ვარ. ნებისმიერ მათგანს შეუძლია იბრძოლოს თავმჯდომარის პოზიციიდან, მე როგორც რიგითი წევრი, მზად ვარ ნებისმიერ ვითარებაში გვერდით დავუდგე და ვიბრძოლო მათთან ერთად“, – განაცხადა ნადირაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები