
ავტორი
Front News საქართველო
კახა კალაძემ და თბილისის მერიამ კულტურის სამინისტრო 25 ათასი ლარით დააჯარიმა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატის თქმით, საქმე ეხება კულტურის სამინისტროს მიერ უნებართვოდ ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს, თუმცა როგორც ნადირაძე განმარტავს, საქმე არა კანონიერების დაცვას, არამედ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს შორის არსებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება.
“კახა კალაძემ და თბილისის მერიამ 25 ათასი ლარით დააჯარიმა თეა წულუკიანის კულტურის სამინისტრო. ეს არის უპრეცედენტო. ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერიამ და მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო უწყება დააჯარიმა. საკუთარი კაბინეტის მოსაწყობად წულუკიანმა არანაირი ნებართვა არ აიღო, ადგა, აი ასე მინდა და დაიწყო. ამიტომაც 25 ათასი ლარით დაჯარიმდა. მაგრამ დაჯარიმდა არა იმიტომ, რომ კახა კალაძე ყველას ერთნაირად და სამართლიანად უდგება – არა. შიდა დაპირისპირებაა კალაძესა და თეა წულუკიანს შორის და ამ დაპირისპირების გამო 25 ათასი მოაკლდა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის დაფინანსებას“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს