Logo

ირაკლი ნადირაძე - ლევან ხაბეიშვილი საკუთარი ძალებით იბრძოდა ერთი პატარა გოგოს სიცოცხლის გადასარჩენად, რომლის მამა დღეს მისი წინააღმდეგ ცრუმოწმედ ჰყავთ გამოყვანილი

პოლიტიკა
160
Frontnews image description

“ლევან ხაბეიშვილი – მართალი კაცი, რომელიც მაშინაც კი, როცა ხელისუფლება მილიონებს ფლანგავდა, საკუთარი ძალებით იბრძოდა ერთი პატარა გოგოს სიცოცხლის გადასარჩენად – დღეს კი ამავე გოგოს მამა მისი წინააღმდეგ ცრუმოწმედ ჰყავთ გამოყვანილი“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მეგობრებო!!!

ვიცი, რომ ბევრმა იცით ჩემი და ლევან ხაბეიშვილის მეგობრობის და ძმაკაცობის ამბავი და ისიც, რომ მუდმივად ერთად ვებრძოდით კორუფციას და ერთად  ვცდილობდით ხალხის დახმარებას (რაც შეგვეძლო და როგორც შეგვეძლო - ჩვენი შეზღუდული რესურსებითა და შესაძლებლობებით!!!)

რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ამის ამბის გამო, შეიძლება ხაბე ძალიან გამიბრაზდეს, მაგრამ ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს საზოგადოებამ რა ხალხთან გვაქვს საქმე...

რამდენიმე წლის წინ (თარიღს შეგნებულად არ ვწერ), ლევანი საკრებულოში მოვიდა ძალიან აღელვებული და ანერვიულებული და წუხდა, რომ მაშინ როდესაც მერიიდან მილიონობით ლარი კორუფციასა და ათას სისულელეზე იფლანგებოდა, ბიუჯეტიდან ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო თანხების მობილიზებას ბავშვების ჯანდაცვის პროგრამებისთვის და დაფინანსებისთვის, რომ რამდენიმე დღე წვალობდა და ვერ მიეღწია, იმისთვის, რომ ერთ არაჩვეულებრივ პატარა, ლამაზ გოგოს ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა.... საბოლოოდ, ყველა ჩაგვრთო და როგორც სჩვევია - ამ არაჩვეულებრივი გოგოს დახმარებას მიაღწია...

ეს ძალიან საყვარელი და მაგარი გოგო ხაბეს ცრუმოწმეებიდან ერთ-ერთის შვილია... 

(არ ვწერ არც მის სახელს, არც გვარს და მით უმეტეს არც მის ასაკსა და დიაგნოზს). დანარჩენი, ღმერთი იყურება ზემოდან.

ხაბე - მართალი კაცი!!! ყველაფერი კარგად იქნება!!! იმარჯვებს მართალი ხალხი!!!” - წერს ირაკლი ნადირაძე.

Advertisement