
ავტორი
Front News საქართველო
მთელ რიგ საქალაქო სამსახურებს, მერიის სსიპებსა და აიპებს სახელფასო დანამატები და ფულადი ჯილდოები დაუმტკიცეს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მერიის სსიპებსა და აიპებში, სადაც მმართველი ძალის პარტიული აქტივია დასაქმებული, საქმის გაკეთების ნაცვლად ჯილდოებისა და პრემიების აღებით არიან დაკავებულები.
“მთელ რიგ საქალაქო სამსახურებს, მერიის სსიპებსა და აიპებს დაუმტკიცეს სახელფასო დანამატები და ფულადი ჯილდოები.მაგალითად, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მისცეს ააიპი „მუნიციპალური ლაბორატორიის“ თანამშრომლებს. ეს ის სამსახურია, რომელსაც ვაკის პარკის შადრევნის ტექნიკური ზედამხედველობა უნდა განეხორციელებინა.
კალაძის ხელმოწერილ დოკუმენტში თანხები გამოყოფილია სოციალური მზრუნველობის სააგენტოს, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის.
ასე ლამაზად ინაწილებენ პრემია-დანამატებს. ახლა მათ ადარდებთ, ქალაქში უსაფრთხოება ან სად რა არის დაცული და სად რა გაკეთდება? ერთადერთი რაზეც ზრუნავენ და რასაც აკეთებენ, როგორ აიღონ ხელფასს ზემოთ ფულადი ჯილდოები, დანამატები“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის მერის ხელმოწერილ დოკუმენტში ააიპი მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის 412 ათასი ლარი სახელფასო დანამატის და 121 180 ლარის ოდენობით კი ფულადი ჯილდოს ფონდი არის გამოყოფილი, 110 ათასი ლარის პრემიისა და სახელფასო დანამატების ფონდი გამოიყო სოციალური მზრუნველობის სააგენტოს თანამშრომლებისთვის, მუნიციპალური სერვისების განვითარების ფონდმა კი პრემიებისა და სახელფასო დანამატის სახით 860 200 ლარი მიიღო.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს