ირაკლი ნადირაძე – ოფისი დაგვხვდა დარბეული, ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. კოალიციის წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, ოფისში ჩამსხვრეულია შუშები, ოთახში კი საღებავებით სავსე ბოთლები შეაგდეს.
მისივე თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.
“ჩანს, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი როგორი შეშინებულია. დღეს დილით ვარკეთილში, სადაც არის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაგვხვდა დარბეული. ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით. შემთხვევა მოხდა როგორც ჩანს, გამთენიისას. დილას ოფისი უკვე ასე დაგვხვდა. შუშის ნამსხვრევებითაა აქაურობა სავსე.
ამ დარბევების, ამ ძალადობის, მუქარის და სამარცხვინო ფაქტებია არავის არ გვეშინია, ეს კიდევ მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით გავისტუმროთ ხელისუფლებიდან ეს რუსები და მოღალატეები”, – აცხადებს ნადირაძე.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს