
ავტორი
Front News საქართველო
ფაქტია, რომ მერიას ჰქონდა ხელი მოწერილი მიღება-ჩაბარების აქტზე, – აცხადებს თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ობიექტი ჩაიბარა.
“უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ქალაქში და ახლა ჩვენი გული და გონება არის ამ ადამიანებთან.
ფაქტია ერთი, რომ ეს ობიექტი გაიხსნა გუშინ დაჩქარებულად, გახსნილად გამოაცხადეს, ფაქტია, რომ მერიას ჰქონდა ხელი მოწერილი მიღება-ჩაბარების აქტზე. ძალიან მალე გამოჩნდება და ვფიქრობ, აქ ალბათ, გამოიკვეთება მერისა და მერიის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ნადირაძემ.
ახლადგახსნილ ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა, ერთი გოგონა გარდაიცვალა, ორი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს