ირაკლი ნადირაძე – “ქართუ“ საქველმოქმედო ფონდიდან გადაიქცა დეველოპერულ კომპანიად, რომელმაც 31-ე ქარხნის მიმდებარედ უნდა ჩააკვეხოს კორპუსები

ავტორი
Front News საქართველო
საქველმოქმედო ფონდი “ქართუ“ დგას ამ მშენებლობის უკან, რომელმაც 31-ე ქარხნის მიმდებარედ უნდა ჩააკვეხოს კორპუსები, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის საკრებულო ნაცვლად დედაქალაქის პრობლემებზე მუშაობისა, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესზე ზრუნვითაა დაკავებული.
“იმის ნაცვლად, რომ საკრებულოზე მიდიოდეს მსჯელობა, როგორ მოვაგვაროთ თბილისელების პრობლემები, მთელი სხდომა მიდის ბიძინას რა ნებართვა მივცეთ, ბიძინას როგორ გავუგრძელოთ ვადა, აბა ბიძინას რა ჯარიმა არ დავუწესოთ.
დღეს საკრებულოზე გამოტანილი იყო საკითხი, საქმე ეხება 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გვპირდებოდა, რომ ააშენებდა 100 ქარხანას, დაასაქმებდა და ხალხს და სამოთხეს შექმნიდა ამ ქვეყანაში, ერთი ქარხანა იდგა ამ ტერიტორიაზე, ისიც დახურა.
საქველმოქმედო ფონდი “ქართუ“ დგას ამ მშენებლობის უკან. საქველმოქმედო ფონდიდან გადაიქცა დეველოპერულ კომპანიად, რომელმაც 31-ე ქარხნის მიმდებარედ უნდა ჩააკვეხოს კორპუსები“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე




