
ავტორი
Front News საქართველო
სასწრაფო დახმარების ჯგუფებს რამდენიმე ადამიანის გადაყვანა მოუხდათ, დანარჩენების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ პარტიის ოფისთან მიმდინარე მასობრივი შიმშილობის აქციის შესახებ განაცხადა.
დღეს შიმშილობის მე-9 დღეა.
“300-მდე ადამიანი შიმშილობს. სასწრაფო დახმარების ჯგუფებს რამდენიმე ადამიანის გადაყვანა მოუხდა, დანარჩენების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, აგრძელებენ ბრძოლას, რომ ამ ქვეყანაში აღარავინ აღარ იშიმშილოს, აღარ იშიმშილონ მათ შორის ბავშვებმა. ამ ქვეყანაში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და პუტინის პირადი ტყვე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პატიმრობიდან და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ყველა ლიდერსა და მედია მენეჯერზე დამთავრდეს, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს სამართლიანი სასამართლო”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს