Logo

ირაკლი ნადირაძე - სიურპრიზები ელოდება “ოცნებას” 4 ოქტომბრისთვის და ყველა ერთად დაველოდოთ

პოლიტიკა
462
Frontnews image description

“ფაქტია აქამდე პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრებია საკითხი თეთრი ძაფით მაინც იკერებოდა და ახლა ამასაც ვერ აკეთებენ, ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ამ დრომდე ადვოკატებისთვის არ გადაუციათ საქმის არცერთი მასალა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საქმის აბსურდულობას”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

"ფაქტია აქამდე პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრებია საკითხი თეთრი ძაფით მაინც იკერებოდა და ახლა ამასაც ვერ აკეთებენ, ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ამ დრომდე ადვოკატებისთვის არ გადაუციათ საქმის არცერთი მასალა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საქმის აბსურდულობას. მე რომ გამოვიდე ახლა და ვთქვა, რომ 4 ოქტომბრის მერე, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ბიუჯეტის მთელ ფულს არ დავხარჯავ არცერთ პროგრამაზე და დავურიგებ სულ ხალხს და მე რომ დამიჭირონ ბიუჯეტის გაფლანგვაზე ამ განცხადების გამო, ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე და დაპირებებს და ქრთამებს რაც შეეხება, ეს უნდა მოიკითხოთ “ოცნებაში”, დაიწყეთ 5 მილიონი ყველა სოფელს, უფასო ფულით, სოლარიუმებით, კარტოფილით, სესხების გასტუმრებით, მაშინ ამაზე ივანიშვილს სამუდამო უნდა ჰქონდეს მისჯილი თავის ლიდერებთან ერთად. რაც შეეხება სიურპრიზებს, სიურპრიზები ელოდება “ოცნებას” 4 ოქტომბრისთვის და ყველა ერთად დაველოდოთ”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

Advertisement