Logo

ირაკლი ნადირაძე – თუ გაიმარჯვეს, მათი პოლიტიკა არჩევნების შემდეგ იქნება არა დასავლეთი და ამერიკა, არამედ დარჩენა რუსულ ორბიტაზე

პოლიტიკა
443
Frontnews image description

იმის ნაცვლად, რომ კობახიძე კარდაკარ დადიოდეს ევროპის ყველა ლიდერთან, ბოდიშს იხდიდეს, ამ დროს ვიზიტები ევროპისა და ამერიკის ნაცვლად ჩინეთსა და ირანში ნიშნავს იმას, რომ მათ დასავლეთთან დიალოგის რესურსი ამოწურული აქვთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, თუ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, საქართველო დარჩება რუსულ ორბიტაზე – ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გვერდზე.

 

“არც ჩინეთში და არც ირანში გახშირებული ვიზიტები პრობლემა არ იქნებოდა, რომ არ იყოს პარალელური გარემოებები.

 

მაშინ, როდესაც კონგრესში იყო უმძიმესი განხილვები საქართველოსთან მიმართებაში, ამ დროს ვხედავთ, რომ კობახიძე, მისი მთავრობა უარს აცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი რანგის შეხვედრებში მონაწილეობაზე. ვხედავთ, რომ ევროკავშირში ჩასულ კობახიძეს არცერთი ლიდერი არ ხვდება. საქართველო იყო ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი პრეზიდენტზე ჩამოდიოდა, ახერხებდა წინა ხელისუფლება, რომ ევროპის ყველა ლიდერი ჩამოსულიყო საქართველოში და დემოკრატიის შუქურად აღიარებდნენ ამ ქვეყანას. ახლა კი, როდესაც ეს ვითარება გვაქვს, იმის ნაცვლად, რომ კობახიძე კარდაკარ დადიოდეს ევროპის ყველა ლიდერთან, ბოდიშს იხდიდეს, 9-პუნქტიან დავალებას ასრულებდეს, რომ ქვეყანა წავიდეს წინ,  ამ დროს ვიზიტები ევროპისა და ამერიკის ნაცვლად ჩინეთსა და ირანში ნიშნავს იმას, რომ მათ დასავლეთთან დიალოგის რესურსი ამოწურული აქვთ და ეს არის გზავნილი შემდგომი ამომრჩევლებისა და რუსეთისთვის, რომ თუ გაიმარჯვეს, მათი პოლიტიკა არჩევნების შემდეგ იქნება არა დასავლეთი და ამერიკა, არამედ დარჩენა რუსულ ორბიტაზე – ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გვერდზე”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები