Logo

ირაკლი ნადირაძე – თუ ცდილობენ “ნაციონალურ მოძრაობას” “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ებრძოლონ, ეს არ გამოუვათ

პოლიტიკა
17.04.2023 / 19:14
Frontnews image description

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, თუ ვინმეს მუშაობა უნდა, ოფისის კარი ყველასთვის ღიაა.

 

“მეცინება, რომ ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, თითქოს 100 კვადრატ ოფისში რამეს გააკეთებენ. 1 000 კვადრატიანი ოფისი ჰქონდათ, რეგიონებში ყველა ოფისს მართავდნენ, პარტიის ხელმძღვანელი პირები იყვნენ და გაკეთებული საქმეები ვერ ვნახეთ და 100 კვადრატში რა უნდა გააკეთონ არ ვიცი. 

 

თუ ვინმეს მუშაობა უნდა, ოფისის კარი ყველასთვის ღიაა, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ერთიანობა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ვინმეს თუ უნდა “ნაციონალური მოძრაობის” სახელით “ნაციონალურ მოძრაობას” ებრძოლონ და სუსის შტატიანი თანამშრომლებივით მოიქცნენ, ბოდიში, მაგრამ ეს არ გამოუვათ”, – აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

Advertisement