
ავტორი
Front News საქართველო
წარმოუდგენელია, რომ ამ უნიღბო რუსეთუმესთან ერთად დავსხდეთ საკრებულოში, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება და დემოკრატიობანა ვითამაშოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
“სანქცირებული კახი კალაძე არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა ევროპული პერსპექტივა და წაიყვანა რუსეთისკენ. ეს ადამიანი ასევე არის ზონდერჯგუფების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და მფარველი, რომლებიც ყოველდღიურად სცემენ, იტაცებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის მილიონი პრობლემა, საცობით, პარკირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაწყებული პრობლემა, წარმოუდგენელია, რომ ამ უნიღბო რუსეთუმესთან ერთად დავსხდეთ საკრებულოში, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება და დემოკრატიობანა ვითამაშოთ, ამიტომ თუ გვინდა პოლიტიკა დაბრუნდეს საკრებულოში, პარლამენტში და ქვეყანაში, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის გარეშე. დღეს ჩვენ სხდომას არ ვესწრებით და ვაგრძელებთ პროტესტს ქუჩაში”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და არ დაესწრებიან “კოალიცია ცვლილებისთვის” და “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატები.
საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძე დღეს დედაქალაქის ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს