Logo

ირაკლი ოქრუაშვილი – არანაირი თეორიული შანსი, რომ კიევს მოუახლოვდნენ, არ აქვთ

უკრაინა
1389
Frontnews image description

ლვოვის დაბომბვა იყო მოსკოვის ერთგვარი სიმბოლური პასუხი პოლონეთში ბაიდენის ვიზიტის, –  ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა,  საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

 

“ლვოვის დაბომვის შედეგად 5-მდე ადამიანია დაშავებული. ერთგვარი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებული,  დასავლეთ უკრაინის ამ  ქალაქის დაბომბვას.  პოლონეთში მიმდინარე მოვლენები, აშშ-ის პრეზიდენტის ჩამოსვლა და ის დახმარება, რომელიც იქედან აღქმული იქნა უკრაინისთვის,  ერთგვარად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა მოსკოვში პუტინიდან დაწყებული,  გენერლებით დამთავრებული და რაღაც მოიმოქმედეს, თითქოს პასუხი გაეცათ ამგვარი სახით. სხვანაიად ვერ ვხსნი ლვოვის,  მშვიდობიანი ქალაქის დაბომვბას “, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

 

მისი თქმით, რუსი ოკუპანტებისათვის  კიევის აღება შეუძებელი იქნება.  

 

“არანაირი თეორიული შანსი, რომ კიევს მოუახლოვდნენ, არ აქვთ. თეორიულადაც რომ დავუშვათ,  კიევში შემოსვლა, მათი დანაკარგები გასამმაგდება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

ლვოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად  სამი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ჭურვი  ნავთობსაცავს მოხვდა, რის შედეგადაც საწვავ-საპოხი მასალების საწყობი განადგურდა. დაჭრილია 5 ადამიანი.

Advertisement