
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ზედაპირზე არსებული წამების და სხვადასხვა ტიპის დანაშაულების ფაქტების შემთხვევაში ევროსასამართლო შესაბამის განაჩენს აუცილებლად გამოიტანდა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 20 ივნისის საქმეზე დამნაშავე მხოლოდ ერთი პირი არ არის, არამედ მთლიანად სისტემა.
"ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ზედაპირზე არსებული წამების და სხვადასხვა ტიპის დანაშაულების ფაქტების შემთხვევაში ევროსასამართლო შესაბამის განაჩენს აუცილებლად გამოიტანდა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანი კი არ არის დამნაშავე ამ საქმეში, არამედ სისტემა და ეს სისტემა ამ ადამიანს - გიორგი გახარიას არა თუ ამართლებდა, არამედ ნიშნავდა უფრო მაღალ თანამდებობაზე და ეძახდა სუპერძალოვან მინისტრს, ასევე ამბობდა, რომ პროპორციული იყო გამოყენებული ძალა და ამას ამბობდნენ ის ადამიანები, ვინც ახლა ხელისუფლებაში არიან და წამყვან თანამდებობებზე იმყოფებიან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20 ივნისის საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს