
ავტორი
Front News საქართველო
ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ ჯერ კიდევ დასავლეთის ნაწილად და რომ საქართველოს პრობლემა აღიქმება, როგორც ევროატლანტიკური სივრცის პრობლემად და გამოწვევად, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ ვინ არიან ორგანიზატორები იმ დესტრუქციული ქმედებების, რომელთა მიზანია საქართველოში სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის გეგმა. ამ დესტრუქციული ქმედებების წარმომადგენლები არიან ბიზნესის, პოლიტიკური წრის, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც ვიხილეთ დასასანქცირებელთა სიაში. ეს ადამიანები სამწუხაროდ, შავი ასოებით შევა საქართველოს ისტორიაშიც, რადგან ქართული სახელმწიფოს დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის უდიდესი გალაშქრება, როდესაც ამ ადამიანებმა არა მხოლოდ გადაუხვიეს დასავლური კურსისგან, არამედ საფრთხე შეუქმნეს ევროატლანტიკურ სივრცეს.
ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ და საქართველოს პრობლემა აღიქმება არა მხოლოდ როგორც ჩვენი პრობლემა, არამედ მთელი ევროატლანტიკური სივრცის გამოწვევად და პრობლემად", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს