Logo

ირაკლი ფავლენიშვილი – ამ კანონის შემოქმედები არიან სამშობლოს და სახელმწიფო ინტერესების ღალატში ჩართულები

პოლიტიკა
385
Frontnews image description

ამ კანონის შემოქმედები არიან სამშობლოს და სახელმწიფო ინტერესების ღალატში ჩართულები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის დიქტატურა აუცილებლად დამარცხდება ეროვნული წინააღმდეგობით.

“როგორც კლასიკურ დიქტატორულ ქვეყანაში ხდება, ამ შემთხვევაშიც ივანიშვილის მიერ ამ კანონის მიღებას აქვს მხოლოდ ორი მიზანი – ეს არის რეპრესიების გატარება და პროპაგანდისტული, პიარული მიზნები. მათ სურთ, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგეები გამოაცხადონ ოფიციალურ სამშობლოს მოღალატეებად, თუმცა დიქტატურის ამ კანონის ამოქმედებას ნამდვილად არ უწერია დიდი დრო იმიტომ, რომ ივანიშვილის დიქტატურა აუცილებლად დამარცხდება ეროვნული წინააღმდეგობით.

ამ კანონის შემოქმედები არიან სამშობლოს და სახელმწიფო ინტერესების ღალატში ჩართულები”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

“ქართული ოცნების” ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა, კერძოდ, დაემატება სამშობლოს ღალატის მუხლი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები