ირაკლი ფავლენიშვილი – ამბროლაურში ჩვენი პარტიის წევრს ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს ბესო ქართველიშვილს მანქანა დაუზიანეს, – ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, მმართველი პარტია არ არის დაინტერესებული მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნით და ასეთ ვანდალურ ფაქტებს ახალისებს.
“ამბროლაურში ჩვენი პარტიის, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრს ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია. მას მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში. საბურავები იყო დაშვებული. ეს მანქანა, ფაქტობრივად, გამოყვანილი იყო მწყობრიდან და რატომ – იმიტომ, რომ ეს ადამიანი ამ მანქანის მეშვეობით გადაადგილდება ჩვენი პარტიის სხვა წევრებთან ერთად და ყოველდღიურად ხვდება რაჭის სოფლებსა და ქალაქებში ადგილობრივ მოსახლეობას და აცნობს “ნაციონალური მოძრაობის გეგმებს”. ეს არის ივანიშვილისა და მისი ბანდის სახე ყველგან. ისინი არ არიან დაინტერესებულნი მშვიდობიანი, სამართლიანი, თანასწორი საარჩევნო გარემოთი, ამიტომ, ასეთ ვანდალურ ფაქტებს ახალისებენ.
ახლა მოვედით პოლიციაში, თითქოს და დაიწყეს გამოძიება, ცნეს დაზარალებულად ბატონი ბესო, თუმცა დასჯიან თუ არა დამნაშავეს, ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი დამნაშავე ზონდერი არ ისჯება, თუმცა 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ მათ პარპაშს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს