ირაკლი ფავლენიშვილი – არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, რომ არ დავდგეთ იმ ადამიანების გვერდით, რომელთა შვილებიც დღეს იბრძვიან


ავტორი
Front News საქართველო
“სინდისის პატიმრების მშობლები მოგვიწოდებენ, რომ დავდგეთ მათ გვერდით და ჩვენ არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, რომ არ დავდგეთ იმ ადამიანების გვერდით, რომელთა შვილებიც დღეს იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისათვის და ქვეყნის სუვერენიტეტისათვის”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით
“პოლიტიკური მოძრაობა ამ ქვეყანაში ჩემი აზრით, უკვე დაბადებულია გამომდინარე იქიდან, რომ სინდისის პატიმრები არიან ამ მოძრობის ლიდერები, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, რადგან 9 აპრილის შემდეგ, არასოდეს ასეთი 9 აპრილის მონაპოვრის დაკარგვა არ ყოფილა ასე ახლოს, ეს არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის წინაშეც ჩვენ ვართ, რადგან თუ ქვეყანაში დიქტატურა საბოლოოდ გაფორმდა, თუ ქვეყანა დასავლურ სამყაროს საბოლოოდ ჩამოშორდა, არ იქნება მექანიზმი, არ იქნება რესურსი ქვეყნის შიგნით იმის, რომ მოხდეს ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენა, ამიტომ ყველა ქართველის ვალდებულებაა, დღესაც გამოვიდეს და ვალდებულებას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ სინდისის პატიმრების მშობლები მოგვიწოდებენ, რომ დავდგეთ მათ გვერდზე და ჩვენ არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, რომ არ დავდგეთ იმ ადამიანების გვერდით, რომელთა შვილებიც დღეს იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისათვის და ქვეყნის სუვერენიტეტისათვის”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ალასანია – ნათელია, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ

ირაკლი ღარიბაშვილი – მას და მის გუნდს არ აქვს უფლება, რომ პოლიტიკაში დარჩეს, აი, ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ

ირაკლი ღარიბაშვილი – მათ არ აქვთ მორალური უფლება, ჩვენი ხელისუფლება გააკრიტიკონ, დატოვონ პოლიტიკა, რომ ქვეყანა დაწყნარდეს