
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი პარტიული პოზიცია გახლავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის, არანაირ კომისიას და არცერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება, კანონიერად არ ვცნობთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მან საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის მიზანი პუტინის ბრძანების შესრულებაა.
“საგამოძიებო კომისიას აქვს ორი მიზანი – პუტინის ბრძანების შესრულება და ადამიანების გასამართლება წარმატებული, თავისუფალი და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის გამო, მეორე კი როცა არსებობს რეალური პრობლემები, რაც ქვეყანაშია, სურთ წარსულზე აქცენტირებით ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნა. ამ დროს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ.
ჩვენი პარტიული პოზიცია გახლავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის, არანაირ კომისიას და არცერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება, კანონიერად არ ვცნობთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს