Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - არანაირი მუქარა არ არის, პოლიტიკური ფაქტის კონსტატაციაა, საქართველოს მეგობარია ჰერჩინსკი და ტყუილს ვერ იტყვის

პოლიტიკა
158
Frontnews image description

არანაირი მუქარა არ არის, პოლიტიკური ფაქტის კონსტატაციაა, საქართველოს მეგობარია ჰერჩინსკი და ტყუილს ვერ იტყვის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური მოცემულობაა, რომ საქართველო თუ ევროპას ჩამოშორდა, 1990-იანი წლები გამეორდება.

"არანაირი მუქარა არ არის, პოლიტიკური ფაქტის კონსტატაციაა. თუ საქართველო იქნება მოშორებული ევროპისგან, ეკონომიკურად ჩვენს ქვეყანას შეექმნება უდიდესი პრობლემები და ამიტომაც, როგორც ინსტიტუციურად, ისე ეკონომიკურად, სამწუხაროდ, დავბრუნდებით 90-იან წლებში. ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. საქართველოს მეგობარია ჰერჩინსკი და ტყუილს ვერ იტყვის", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები