
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც მოვა ახალი არჩევნების ჩატარების დრო, მზად უნდა ვიყოთ, უნდა გვქონდეს სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი, ამიტომაც უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის დაკვეთაც არის, რომ აბსოლუტურად ყველანი ვიყოთ ერთიანები და კონსოლიდირებულები ჩვენს ბრძოლაში.
რა თქმა უნდა, არჩევნების თემაც მნიშვნელოვანია, თუმცა მანამდე სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და როდესაც მოვა ახალი არჩევნების ჩატარების დრო, მზად უნდა ვიყოთ, უნდა გვქონდეს სამოქმედო გეგმა თუ როგორ, რა პრინციპებით ვაპირებთ ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს