Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - არჩევნებში მონაწილეობა რუსთაველზე მდგომი მოქალაქეების შეურაცხყოფა გახლავთ

პოლიტიკა
111
Frontnews image description

არჩევნებში მონაწილეობა რუსთაველზე მდგომი მოქალაქეების შეურაცხყოფა გახლავთ და მეორე მხრივ, ამით საერთაშორისო სანქციების მოხსნისთვის ნიადაგს ამზადებ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობა "ქართული ოცნებისთვის" მოსალოდნელი საფრთხეებისგან გათავისუფლებას ნიშნავს.

"ოპოზიციური პარტიების დამსახურება გახლავთ ის, რომ ეფექტური იყო რეჟიმის არაღიარება ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში.

ამ რეჟიმს ორი მთავარი საფრთხე გააჩნია - მუდმივი საპროტესტო მოძრაობა, ბოიკოტი და მეორე - საერთაშორისო სანქციები. ორივე ნაწილი იქნება მოხსნილი ივანიშვილისთვის, თუ ოპოზიციის უმეტესი აქტორი დათანხმდება ვითარების ნორმალიზებას.

როდესაც საარჩევნო პროცესი იქნება, საპროტესტო მოძრაობა საარჩევნო პროცესის პარალელურად არ მიმდინარეობს ხოლმე. ერთი მხრივ, არჩევნებში მონაწილეობა რუსთაველზე მდგომი მოქალაქეების შეურაცხყოფა გახლავთ და მეორე მხრივ, ამით საერთაშორისო სანქციების მოხსნისთვის ნიადაგს ამზადებ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement