Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - ასეთ ფორუმებზე სწორედ რომ ოპოზიციის ლიდერები დადიან

პოლიტიკა
199
Frontnews image description

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კონფერენციებზე, ფორუმებზე მიდის ქალბატონი სალომე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ივანიშვილის ბანდა ვერ ჩადის მსგავს ფორუმებზე".

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კონფერენციებზე, ფორუმებზე მიდის ქალბატონი სალომე. ასეთ ფორუმებზე სწორედ რომ ოპოზიციის ლიდერები დადიან, როგორც ჩვენ შემთხვევაში, თინა ბოკუჩავა, ოპოზიციის სხვა ლიდერები, რომლებსაც უმაღლეს დონეზე აქვთ ურთიერთობა დასავლეთთან, იმ დასავლეთთან, რომელთანაც კონფრონტაციაშია ივანიშვილი და მისი ბანდა.

ივანიშვილი და მისი ბანდა მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებთან ჩადიან იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი მათ არ აქვთ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პრაღაში მიმდინარე GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს ბენჯამინ ჰადადს შეხვდა.

Advertisement