ირაკლი ფავლენიშვილი - აშშ არ აპირებს ურთიერთობის გადატვირთვას რუსეთის ჰიბრიდული ინსტრუმენტთან, ივანიშვილის "ოცნებასთან"


ავტორი
Front News საქართველო
“ოცნებას“ უნდა ილუზია შექმნას, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების პერსპექტივა აქვს, თუმცა აშშ არ აპირებს ურთიერთობის გადატვირთვას რუსეთის ჰიბრიდული ინსტრუმენტთან - ივანიშვილის „ოცნებასთან”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.
“ამ ფაქტს მალავენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, მათ სურთ, რომ ილუზია შექმნან თითქოს აქვთ პერსპექტივა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაალაგონ, სინამდვილეში, რა თქმა უნდა, რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტთან, ივანიშვილის “ოცნებასთან” აშშ არანაირი ურთიერთობის გადატვირთვას არ აპირებს და არანაირი სტრატეგიული პარტნიორობის, უბრალოდ ღირებულებითი განსხვავების გარდა არსებობს პრაგმატული ფაქტორი, როდესაც ივანიშვილი და მისი ბანდა იმეორებენ ყველა იმ ნარატივს, რომელიც არის ანტიამერიკული და რომელიც აშშ-ის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გავრცელებული კრემლის მიერ და ყველა საერთაშორისო არენაზე, მათ შორის საქართველოშიც ისინი ამ ნარატივების გავრცელებით არიან დაკავებულები, ისევე როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო თითქოს და აშშ ხარჯავს თანხებს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებში”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს